ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 65
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა II” დასრულების შემდეგ, კონფერენციაში მონაწილე უცხოელი სტუმრები ორი დღით გაემგზავრნენ დასავლეთ საქართველოში კულტურის ძეგლების დასათვალიერებლად. სტუმრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება. აქ მეცნიერებმა იხილეს არა მხოლოდ მუზეუმის მუდმივი გამოფენა, ადრეული და შუასაკუნეების ეპოქების ხელოვნების ნიმუშები, არამედ ჰქონდათ საშუალება ენახათ მუზეუმის საცავებში დაცული უნიკალური ხელნაწერებიც. უცხოელმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მუზეუმის თანამშრომლებს ამ უნიკალური გამოფენის მოწყობისა და იმ დიდი შრომისა და ძალისხმევისათვის, რასაც წლებია არ იშურებენ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების მოსავლელად.