ცხადდება კონკურსი არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის  განყოფილების უფროსის – მთავარი მეცნიერი თანამშრომელის პოზიციაზე

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის  განყოფილების უფროსის – მთავარი მეცნიერი თანამშრომელის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

თანამდებობის დასახელება:     

არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:  სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:  1330 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:                                                                            

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

საარქივო მასალის არქეოგრაფიული დამუშავება და აღწერილობის გამოსაცემად მომზადება.

 

მოთხოვნები:

აკადემიური  ხარისხი დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ  6  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:                                                              

აუცილებელია:

არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა; საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის-შესწავლა/პუბლიკაციის გამოცდილება.

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა

სასურველია:   

ადმინისტრაციული   ხელმძღვანელობის      გამოცდილება.

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2023 წლის 5 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის  ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2023 წლის 19 ივნისი.
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2023 წლის 22-23 ივნისი.
  5. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2023 წლის 7 ივლისისა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განაცხადის ფორმა (განცხადების ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების, მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)