ცხადდება ვაკანსია დამკაბადონებელ-დიზაინერის პოზიციაზე

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება ვაკანსია სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების საგამომცემლო სამსახურში დამკაბადონებელ-დიზაინერის პოზიციაზე

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge  2023 წლის 1 ივნისის ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2023 წლის 5-6 ივნისი.
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2023 წლის 8-9 ივნისი.
  5. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2022 წლის 16 ივნისისა.

 

 

სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების საგამომცემლო სამსახური

პოზიცია: დამკაბადონებელ-დიზაინერი/შტატგარეშე თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი

ადგილების რაოდენობა:1

სამუშაოს ტიპი: ყოველდღიურად ოთხი სამუშაო საათი

სამუშაოს აღწერა: წიგნის საბეჭდი ფაილების მომზადება; პოსტერების, ბლოკნოტების, კალენდრების და სხვადასხვა სასუვენირე დიზაინის შექმნა; დაკაბადონებულ ფაილებში კორექტურის შეტანა.

 მოთხოვნები: პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

სამუშაო გამოცდილება: აღნიშნული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია: Adobe InDesign და  Adobe Photoshop პროგრამების ცოდნა.

სასურველია: Adobe Illustrator პროგრამის ცოდნა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის ასლი
  • მის მიერ დაკაბადონებული წიგნის ან ჟურნალის ნიმუში (არანაკლებ 3)
  • მისი დიზაინით შექმნილი გარეკანის ნიმუში (არანაკლებ 2. განიხილება როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია)