ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე

თანამდებობის დასახელება: კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:  სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო: 1030  ლარი

ადგილების რაოდენობა:  1

სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

 ძველ  ქართულ ხელნაწერებზე მუშაობა: ქართულ  ხელნაწერთა აღწერილობა; ქართული მწერლობის ისტორიის კვლევა; ქართული სამწიგნობრო კერების შესწავლა,ქართული ბიბლიის უძველესი ტექსტების კვლევა.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებები -დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

ძველი  ქართული ენის ცოდნა;

ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და  2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია: 

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელნძღვანელობა;

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

ენები

ერთ-ერთი უცხო ენა

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2023 წლის 13 მარტიდან- 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2023 წლის 27-28 მარტი;
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2023 წლის 3-4  აპრილი;

შენიშვნა:  საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის  13 აპრილისა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განცხადება (განცხადების ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)