დაიწყო განაცხადების მიღება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნეციაში „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“მონაწილეობის მისაღებად
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 65
2023 წელს ქართული ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სკოლას – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს 65 წელი უსრულდება. 2023 წელს დაარსებიდან 1040 წელი უსრულდება ათონის ქართველთა მონასტერს, ივირონს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ამ ორი თარიღის დაკავშირებას განსაკუთრებული, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რადგან ის სულიერი და ინტელექტუალური ფასეულობები, რომლებზეც იდგა ივირონის მწიგნობრული სკოლა, ახლოს იყო იმ ეროვნულ თუ სამეცნიერო პრინციპებთან, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფუძემდებლები.
ამ თარიღებთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2023 წლის 28-30 ივნისს აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“.
კონფერენციის თემატიკაა:
- ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა
- ივირონის სამწიგნობრო კერა
- ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
- შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნი
- არქივთმცოდნეობა
- ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაცია
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ მოხსენების სათაური, ანოტაცია (არაუმეტეს 200 სიტყვისა) და ინფორმაცია ავტორის შესახებ (საკონტაქტო დეტალები და მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები) 2023 წლის 31 იანვრამდე ელექტრონულ მისამართზე: conference65@manuscript.ge.
შერჩეული მოხსენებების ავტორები ინფორმაციას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ არაუგვიანეს 18 თებერვლისა.
International Scientific Conference
“Georgian Manuscript Heritage”
Kekelidze Georgian National Center of Manuscripts – 65
In 2023 one of the most important schools of Georgian literature and culture studies – the National Center of Manuscripts in Tbilisi will celebrate its 65th anniversary. In 2023 the Georgian monastery of Iviron on Mount Athos will turn 1040 years old.
For the National Center of Manuscripts, the coincidence of these two dates has a special and symbolic meaning. This is because the spiritual and intellectual values pursued at the Iviron Literary Centre are close to the scholarly principles that guided the founders of the National Center of Manuscripts.
To celebrate these two dates, the National Center of Manuscripts is organizing an international scientific conference – “Georgian Manuscript Heritage” – to take place on June 28-30, 2023.
The themes of the conference are:
- Old Georgian original and translated literature
- Literary center of Iviron Monastery (Mount Athos)
- Historical and source studies
- The medieval manuscript book
- Archival studies
- Restoration-conservation of manuscripts.
The deadline for submitting an abstract (200 words) and author details (contact details and a brief biographical note) is 31 January 2023. Information should be sent to the following address: conference65@manuscript.ge. Selection of papers is based on the abstract, and presenters will be notified whether they have been successful by mid-February 2023.