ცხადდება კონკურსი

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი შემდეგ თანამდებობებზე:

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების მთავარი

კონკურსის ჩატარების ფორმა და ეტაპები

  1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება (ტარდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში; გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ყველა ან შერჩევით კანდიდატთან; შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით ჩატარება).

  1. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2023 წლის 30 იანვრიდან – 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2023 წლის 13-14 თებერვალი;
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2023 წლის 20-21  თებერვალი;;

შენიშვნა:  საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2023 წლის  28 თებერვლისა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განცხადება (განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას. (ეხება მხოლოდ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე წარმოდგენილ კანდიდატს)
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)

თანამდებობის დასახელება:     

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:     სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:   1150  ლარი

ადგილების რაოდენობა:  2

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

ქართული ხელნაწერების კოდიკოლოგიური ანალიზი; სამეცნიერო აღწერილობებისა და კატალოგების შედგენა; ქართული მწიგნობრობის კერების ისტორიის კვლევა; ძვ.ქართული ტექსტების კრიტიკული გამოცემების მომზადება

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:   ჰუმანიტარული მეცნიერებები – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:   სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

ხელნაწერთა აღწერა-კატალოგიზაციის, კვლევისა და პუბლიკაციის გამოცდილება; სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის ან მათში მონაწილეობის გამოცდილება; ძველი ქართული  ენის ცოდნა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და  2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

პუბლიკაციები უცხოენოვან გამოცემებში;  საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება; უცხოურ სამეცნიერო ცენტრებსა და სიძველეთსაცავებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ძველი ბერძნული ენის ცოდნა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word.

 

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

თანამდებობის დასახელება:     

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:  სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:   1030  ლარი

ადგილების რაოდენობა:    1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი:    სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული  საისტორიო დოკუმენტური წყაროების წყაროთმცოდნეობითი კვლევა; უცხოენოვან დოკუმენტებთან მუშაობა; მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო ექსპედიციებში; სამეცნიერო სტატიების მომზადება და პუბლიკაცია; ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება  ჰუმანიტარული მეცნიერებები -დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება  მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

 

დამატებითი მოთხოვნები:

ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება

აუცილებელია:

სპარსული ენის ცოდნა;

ბოლო 5  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და  2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია: 

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელნძღვანელობა;

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word

ენები

ერთ-ერთი უცხო ენა

თანამდებობის დასახელება:     

ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:  სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:  1030  ლარი

ადგილების რაოდენობა:    2

სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

ცენტრში დაცული ფონდების აღრიცხვა-სისტემატიზაცია; მასალის მიმოქცევის ამსახველი დავთრების წარმოება; სამკითხველო დარბაზის მოთხოვნების უზრუნველყოფა; სარესტავრაციო და დიგიტალური პროექტების ხელშეწყობა. დეპარტამენტის სამეცნიერო საქმინობაში მონაწილეობა და ინდივიდუალური სამეცნიერო მუშაობა.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება   ჰუმანიტარული მეცნიერებები -დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება  მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

ხელნაწერ ფონდებთან მუშაობის გამოცდილება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და  2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია: 

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელნძღვანელობა;

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:Microsoft Office Word

ენები

ერთ-ერთი უცხო ენა

 

თანამდებობის დასახელება:     

სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:  სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:   1150 ლარი

ადგილების რაოდენობა:  1

სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

ისტორია-ფილოლოგიის დარგებში სამეცნიერო, სამცნიერო-ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის და საენციკლოპედიო მასალის დამუშავება და გამოსაცემად მომზადება; ქართული მწერლობის კვლევა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება  დოტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

სამეცნიერო, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული და საენციკლოპედიო ხასიათის ლიტერატურის გამოსაცემად მომზადების გამოცდილება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და  2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია: 

ძველი  ქართული ენის ცოდნა

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელნძღვანელობა;

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word

ენები

ერთ-ერთი უცხო ენა