„ევროპალიას“ (Europalia) ორგანიზატორების ვიზიტი
Posted at h
in სიახლეები
ცნობილი ევროპული კულტურული ფესტივალის „ევროპალიას“ (Europalia) ორგანიზატორები ევროპალიას კრეატიული დირექტორი დირკ ვერმაელენი, ბრიუსელის სამეფო მუზეუმების დირექტორი ბრუნო ვერბერტი და საორგანიზაციო ჯგუფის სხვა წარმომადგენლები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.
შეხვედრას ესწრებოდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საპატიო რექტორი, პროფესორი ბერნარდ კული , რომელიც „ევროპალიას“ საერთაშორისო კურატორია.
სტუმრებმა დაათვალიერეს ქართული და უცხოური ხელნაწერების გამორჩეული ნიმუშები, გაიმართა შეხვედრა ცენტრის თანამშრომლებთან. მათ სტუმრებს გააცნეს ცენტრის ისტორია, სამეცნიერო საქმიანობა. დიალოგი გაიმართა სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრის ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ ჭოხონელიძე და კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მაია მაჭავარიანი. სტუმრებს ხელნაწერების შესახებ ესაუბრა ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი თამარ აბულაძე.