ქალბატონ ია გაჩეჩილაძეს ილია აბულაძის სახელობის მედალი გადაეცა

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ უხუცეს თანამშრომელს, ცნობილ მეცნიერს, ქართველ კალიგრაფთა შემოქმედების თვალსაჩინო მკვლევარს ქალბატონ ია გაჩეჩილაძეს ილია აბულაძის სახელობის მედალი გადაეცა. ჯილდო ცნობილ მეცნიერს ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ 90 წლის იუბილეზე გადასცა.

ვულოცავთ ქალბატონ იას მისი მასწავლებლის, პროფესორ ილია აბულაძის სახელობითი მედლით დაჯილდოვებას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და წარმატებებს.