საქართველო სან-ფრანცისკოში

საქართველოს გენერალური საკონსულოს, ქართული მემკვიდრეობის ფონდისა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, გენერალურ საკონსულოში გაიმართა ქართული ხელნაწერებისა და დამწერლობის გამოფენა.
➡გამოფენას, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ სან-ფრანცისკოში აკრედიტებული გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები, ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წევრები, კალიფორნიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
➡დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გენერალურმა კონსულმა ლევან ბერიძემ და ქართული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელმა ლიანა ნიცეცკაიამ, რომლებმაც ისაუბრეს ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობაზე და მომავალი თაობებისთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემასა და სამშობლოს მიმართ მჭიდრო კავშირის გაღრმავებაზე.
➡ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ რამდენიმე უნიკალურ ქართულ ხელნაწერს და მოესმინა ცენტრის წარმომადგენლის, ზურაბ სამარღანიშვილის პრეზენტაცია ქართული ხელნაწერების ისტორიაზე.