„აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (კულტუროლოგიურ-ისტორიული ასპექტები)” მასალების კრებული

გამოიცა ცენტრის საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (კულტუროლოგიურ-ისტორიული ასპექტები)” მასალების კრებული.

კრებულში წარმოდგენილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით 2021 და 2022 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებული ორი საერთაშორისო სკოლის (პროექტები: №OTG-II-19-176 და №OTG-II-21-080) ფარგლებში წაკითხული ლექციების მასალა ილუსტრაციებითა და თემასთან დაკავშირებული ძირითადი ბიბლიოგრაფიით.

აღნიშნული კრებული განიხილება როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე.