„აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (კულტუროლოგიურ-ისტორიული ასპექტები)” ოფიციალური დახურვის ცერემონია და სერთიფიკატების გადაცემა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის II საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)” გაიმართა  2022 წლის 25 – 31 მაისს. სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავდა 5 სასწავლო მოდულის (ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“, აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; საეკლესიო პროცესები აფხაზეთში; აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა;  აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში) მიხედვით  25 ლექციას, მათ შორის ორ გასვლითს ატენის სიონში, მცხეთაში; გამოფენას, ინტერაქტიულ პროგრამას, დისკუსიას მრგვალი მაგიდის ფორმატში, 5 მოხსენებას პანელური დისკუსიის ფარგლებში.

სკოლის ბოლო დღე – 31 მაისი –  დაეთმო მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციებს, შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია,

მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ფოტოგალერეა: