ცხადდება ვაკანსია

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი შემდეგ თანამდებობებზე: 

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ხელოვნებათმცოდნეობის  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის  უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

 

 

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge ან ცენტრის კანცელარიაში, ყოველდღე 12 საათიდან 16 საათამდე – 2022 წლის 7 ივლისიდან  2022 წლის 19 ივლისის  ჩათვლით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  2022  წლის 29 ივლისისა.

 

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება (ტარდება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში; გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ყველა ან შერჩევით კანდიდატთან; შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით ჩატარება).

გ) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად კანდიდატის არჩევა და ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია, საკონკურსო განაცხადის ფორმა და სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე

თანამდებობის დაკავების წესი და პირობები, განაცხადის ფორმა