ენრიკო გაბიძაშვლისადმი მიძღვნილი კრებულისა და მაია რაფავას წიგნის “ათონის ქართველთა მონასტერი” წარდგენა

ხელნაწერთა ეროვულ ცენტრში გაიმართა ენრიკო გაბიძაშვლისადმი მიძღვნილი კრებულისა და მაია რაფავას წიგნის “ათონის ქართველთა მონასტერი” წარდგენა.
➡ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
➡პრეზენტაცია გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, რომელმაც ცენტრის ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ და წარდგენილი წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
➡წიგნი “ათონის ქართველთა მონასტერი” თავად ავტორმა მაია რაფავამ წარადგინა, ხოლო კრებული საზოგადოებას გააცნო მისმა რედაქტორმა ნინო მელიქიშვილმა.
➡ღონისძიებაზე არაერთხელ აღინიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო მასალაა თავმოყრილი წარდგენილ წიგნებში, როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, ისე სხვა დაინტერსებული პირებისთვის.
➡სიტყვით გამოვიდნენ: პროფ. დამანა მელიქიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, პროფ. თამარ ოთხმეზური პროფ. დალი ჩიტუნაშვილი, პროფ. ნუგზარ პაპუაშვილი.