ენრიკო გაბიძაშვლისადმი მიძღვნილი კრებულისა და მაია რაფავას წიგნის “ათონის ქართველთა მონასტერი” წარდგენა
Posted at h
in სიახლეები
ხელნაწერთა ეროვულ ცენტრში გაიმართა ენრიკო გაბიძაშვლისადმი მიძღვნილი კრებულისა და მაია რაფავას წიგნის “ათონის ქართველთა მონასტერი” წარდგენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
პრეზენტაცია გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, რომელმაც ცენტრის ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ და წარდგენილი წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წიგნი “ათონის ქართველთა მონასტერი” თავად ავტორმა მაია რაფავამ წარადგინა, ხოლო კრებული საზოგადოებას გააცნო მისმა რედაქტორმა ნინო მელიქიშვილმა.
ღონისძიებაზე არაერთხელ აღინიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო მასალაა თავმოყრილი წარდგენილ წიგნებში, როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, ისე სხვა დაინტერსებული პირებისთვის.
სიტყვით გამოვიდნენ: პროფ. დამანა მელიქიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, პროფ. თამარ ოთხმეზური პროფ. დალი ჩიტუნაშვილი, პროფ. ნუგზარ პაპუაშვილი.