„ივანე ნანუაშვილი და მისი ნააზრევი“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი
გამოფენა „ივანე ნანუაშვილი და მისი ნააზრევი“.

გამოფენა 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვეობის ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების ავტოგრაფები, როგორებიც არიან: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, სენატორი ჯონ კენედი, გუბერნატორი რონალდ რეიგანი და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი პოლიტიკური თუ სამხედრო პირი; ამას
გარდა, განსაკუთრებით საინტერესოა ივანე ნანუაშვილის მიმოწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე უკრაინულ, ბელორუსულ, პოლონურ თუ
აზერბაიჯანულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან;

საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილია ფოტოგამოფენა, რომელიც მოიცავს გამორჩეული ექსპონატების ფოტორეპროდუქციებს და გამოფენის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და ამოიკითხონ კიდეც, მაგალითად, რას სწერს პრეზიდენტი ნიქსონი
ქართველ ემიგრანტ მოაზროვნეს – ივანე ნანუაშვილს