ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი სამეცნიერო სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, რემინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის გნაყოფილების უფროსის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  

თანამდებობის დასახელება:     

სამეცნირო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:   სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:1210 ლარი

ადგილების რაოდენობა:  1

სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:                                                                            

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

ხელნაწერთმცოდნეობის, ჰაგიოგრაფიის, ჰომილეტიკის,ლიტურგიკის დარგში სამეცნიერო და  სამცნიერო-ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის და საენციკლოპედიო მასალის შექმნა და გამოქვეყნება.

მოთხოვნები:

აკადემიური  ხარისხი    –    დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება   – სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ  6  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:                                                              

აუცილებელია:

ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების კვლევის, საცნობარო-საენციკლოპედიო შინაარსის ლიტერატურის გამოსაცემად მომზადების გამოცდილება.

სასურველია:                                                                                    

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა.

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office
ენები: ერთ-ერთი უცხო ენა

 

 

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge – 2022 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
  2. დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2022 წლის 1-2 მარტი.
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2022 წლის 9-10 მარტი.

შენიშვნა:  ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

 

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 15 მარტისა.

 

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება (ტარდება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში; გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ყველა ან შერჩევით კანდიდატთან; შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით ჩატარება).

გ) სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად კანდიდატის არჩევა და ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია, საკონკურსო განაცხადის ფორმა და სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე