ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

✅ 9 ნოემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდნენ ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი ბერნარდ კული და ორგანიზაციის „ეუროპალია“ (Europalia) დელეგაცია, რომელთა მხარდაჭერითა და ორგანიზებით 2023 წელს ბელგიაში საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა გაიმართება. ბრიუსელში, ოთხი თვის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის გამორჩეული ნიმუშები, მათ შორის, ხელნაწერი მემკვიდრეობა დაცული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სიძველეთსაცავებში.

 

✅ სტუმრებმა დაათვალიერეს ექსპონატები და ცენტრის დირექტორთან, ბატონ ზაზა აბაშიძესთან შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. 2023 წლამდე აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები არაერთ სამუშაო შეხვედრას გამართავენ ცენტრსა და სხვა შესაბამის უწყებებში.