Scientia – პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

Scientia

 

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

(გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში)

2021 წლის 25-26 ნოემბერი

გასულ წელს დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი Scientia, რომლის პირველი ნომერიც უკვე გამოქვეყნდა. ჟურნალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე გამოიცემა, რომლის მხარდამჭერიცაა ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

მიმდინარე წელს, ჟურნალის მეორე ნომერთან ერთად დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. კონფერენციის, ისევე როგორც ჟურნალის მიმართულება, არის ჰუმანიტარული მეცნიერებები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ ჰუმანიტარულ დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეები და პრობლემები.

კონფერენციის მიზანია, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და პრობლემების აქტუალიზება და მათ გარშემო დისკუსიას, ხელი შეუწყოს საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.

კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე ძირითადი თემატიკაა გამოყოფილი:

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ისტორია და არქეოლოგია
  • არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
  • ეპიგრაფიკა
  • ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
  • ციფრული ჰუმანიტარია
  • ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
  • რესტავრაცია
  • კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები

საკონფერენციო განაცხადების მიღება გრძელდება 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით. საკონფერენციო განაცხადთან ერთად — სადაც მითითებული იქნება მომხსენებლის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აფილაცია, ქვეყანა და საკონტაქტო ინფორმაცია — უნდა გამოიგზავნოს მოხსენების ვრცელი აბსტრაქტი (A4 ფორმატის 3-4 გვერდი, 11-იანი sylfaen ფონტით). სასურველია, თუ აბსტრაქტი თარგმნილი იქნება ინგლისურ ენაზეც, თუმცა მიიღება მხოლოდ ქართულენოვანი განაცხადიც.

კონფერენციაზე წარმოდგენილი განაცხადები გაივლის ორმაგი, ფარული რეცენზირების პროცესს და ავტორებს კონფერენციაში ჩართვის შესახებ ეცნობებათ არაუგვიანეს 30  ოქტომბრისა.

კონფერენცია ჩატარდება 2021 ლის 25-26 ნოემბერს ჰიბრიდულ ფორმატში — არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით — როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ასევე Zoom პლატფორმის გამოყენებით. ამასთანავე გამოქვეყნდება მოხსენებების ვრცელი აბსტრაქტების კრებული, რომელიც მონაწილეებს კონფერენციის გახსნისას დაურიგდებათ.

საკონფერენციო განაცხადები და შეკითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: conference.scientia@manuscript.ge

საორგანიზაციო კომიტეტი:

  • მანუჩარ გუნცაძე | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • გორ მარგარიანი | სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  • ჰიროტაკე მაედა | ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი
  • ზურაბ თარგამაძე | ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი
  • ვლადიმერ კეკელია | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • ხათუნა ბაინდურაშვილი | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • სოფიო ქადაგიშვილი | ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
  • შოთა მათითაშვილი | ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი
  • ლევან კოჭლამაზაშვილი | არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • მიხეილ ქართველიშვილი | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გურამ ჩხატარაშვილი | ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი
  • ციცინო გულედანი | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • თამაზ გოგოლაძე | კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი