ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება
  • კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თანამდებობრივი სარგო: 750  ლარი

ადგილების რაოდენობა:   1

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  1. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საისტორიო დოკუმენტური წყაროების წყაროთმცოდნეობითი კვლევა;
  2. მონაწილეობა სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სამუზეუმო სამეცნიერო ჯგუფების მიერ დაგეგმილ ეპიგრაფიკულ ექსპედიციებში;
  3. სამეცნიერო სტატიების მომზადება და პუბლიკაცია;
  4. ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ისტორიული დოკუმენტების სტრუქტურისა და ცნებითი ენის ცოდნა.
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

უცხო ენები:

ერთ-ერთი ევროპული ენის ცოდნა.

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თანამდებობრივი სარგო:  750  ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
  • კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული კვლევები;
  • პალიმფსესტებზე მუშაობა;
  • ძველი აღთქმის წიგნებზე მუშაობა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ძვ. ქართული ენის ცოდნა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • ძვ. ბერძნული. ებრაული, სომხური ენების ცოდნა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

 

 

 

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge – 2021 წლის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2021 წლის 8-9 სექტემბერი.
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2021 წლის 14-15 სექტემბერი.

შენიშვნა:  ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის  21 სექტემბრისა.

კონკურსის ჩატარების ფორმა და ეტაპები

  1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება (შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით ჩატარება).

  1. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • განაცხადის ფორმა  (ჩამოტვირთეთ დანართი )
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
  • გამოქვეყნებული 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
  • ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).