ონლაინ ტერნინგი კონკურსის „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეთათვის

? საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს.
✅ ტრენინგი კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალის შესახებ და გაეცნონ მათ მიერ მომზადებული სტატიების ვიკიპედიის პლატფორმაზე ატვირთვისა და საკონკურსოდ წარდგენის პირობებს.
? ერთსაათიანი ტრენინგები დისტანციურ ფორმატში 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:
✔ 31 ივლისი, 11:00 საათი – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალები და მათ შესახებ ვიკისტატიების მომზადების პრინციპები.
✔ 1 აგვისტო, 11:00 საათი – როგორ დავარედაქტიროთ ვიკიპედია?
✔ 2 აგვისტო, 20:00 საათი – როგორ შევქმნათ ახალი სტატია ვიკიპედიაში?
✔ 3 აგვისტო, 20:00 საათი – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტატია, რომ არ წაიშალოს?
? ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა 29 ივლისის ჩათვლით შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge
? ტრენინგის შესახებ ვრცლად იხილეთ: http://stratcom.gov.ge/s/714e0