ათონის მემკვიდრეობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი

ა.წ. 5 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია ათონის მემკვიდრეობის საერთაშორისო ინსტიტუტის (უკრაინა, კიევი) დირექტორი სერგეი შუმილო, სტუმარმა დაათვალიერა ცენტრის საგამოფენო სივრცე, აგრეთვე, სამკითხველო დარბაზი, ცენტრის თანამშრომლებმა თ. ოთხმეზურმა, ე. დუღაშვილმა და მ. მაჭავარიანმა ს. შუმილოს გააცნეს  ცენტრში დაცული რამდენიმე ათონური ხელნაწერი.

ს. შუმილო შეხვდა ცენტრის დირექტორს ზაზა აბაშიძეს. საუბრისას შეეხნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ათონური მემკვიდრეობის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის ურთიერთობის დამყარების და შემდგომი ურთიერთობის საკითხებს.

საუბრის ბოლოს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ათონის მემკვიდრეობის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ათონის მემკვიდრეობის შესწავლა-კვლევის სფეროში, აგრეთვე ერთბლივი შეხვედრების, კონფერენციების და სემინარების ჩატარებას, ექსპერტების და მეცნიერების გაცვლას, ათონზე მოღვაწე ქართველი და უკრაინელი ბერების შესახებ დოკუმენტური მასალის მოძიებას და ა.შ.

სერგეი შუმილომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ინსტიტუტის ბოლოდროინდელი პუბლიკაციები და მისი ავტორობით გამოცემული მონოგრაფიები.