ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე

✅30 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღის აღსანიშნად, გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ადრე ინსტიტუტის) პირველი დირექტორის ილია აბულაძისა და აკადემიკოს ელენე მეტრეველის განახლებული მემორიალური კაბინეტი.
➡საზეიმოდ გაიხნსა ახალი მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ნიკო ბერძენიშვილის, შალვა ამირანაშვილისა და ისიდორე დოლიძის მემორიალური ნივთები და წიგნადი ფონდი.
➡დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ისიდორე დოლიძის ოჯახის წევრებს, რომლებმაც ცენტრს გადმოსცეს აკადემიკოს ისიდორე დოლიძის პირადი ბიბლიოთეკა და მემორიალური ნივთები.
➡ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, მან ისაუბრა ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, როგორც კულტურული და ეროვნული იდენტობის მახასიათებელზე და ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობა როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისთვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის.