კონკურსის „ბრიტანეთი და საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება

21 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში სასკოლო კონკურსის „ბრიტანეთი და საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
➡?დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბესიკ სილაგაძემ.
➡?ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და აფხაზეთის სულიერების ცენტრს შორის.
➡?გარდა ამისა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს გააცნო პროექტი, რომელიც მოიცავს კონკურსების ციკლს: „ქართელოლოგია ვიკიპედიაში“, „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ და „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“. კონკურსები ხორციელდება ფართო საზოგადოებაში ქართველოლოგიის პოპულარიზაციისა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიკიმედიის საერთაშორისო პლატფორმის (ვიკიპედია) საშუალებით.
➡?ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა, ნესტან ბაგაურმა წარადგინა და დააჯილდოვა კონკურსის „ბრიტანეთი და საქართველო“ გამარჯვებული გუნდები.