აღმოაჩინე აფხაზეთი

11 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ღონისძიებას – „აღმოაჩინე აფხაზეთი“.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ. სტუმრებს ასევე მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მინდია ოკუჯავა.

ცენტრში მოწვეულმა სკოლის მოსაწავლეებმა და სტუდენტებმა დაათვალიერეს აფხაზეთთან დაკავშირებული ხელნაწერები და მოისმინეს საინტერესო ისტორიები ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ. საგანგებოდ მათთვის მომზადდა სალექციო შეხვედრა თემაზე “აფხაზეთი შუასაკუნეებში-აფხაზთა სამეფო“. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოქმედი სარესტავრაციო ლაბორატორიის საქმიანობასა და ქაღალდის აღდგენის ტექნოლოგიებს.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი გაფორმდა აფხაზეთის კულტურის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის, რაც დასტურია იმისა, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და დაიგეგმება არაერთი საინტერესო პროექტი.

ღონისძიების დასასრულს ცენტრისაგან ყველა სტუმარს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი