მსოფლიოს ქართველთა მთავარი რაბინის იაკობ გაგულაშვილის ვიზიტი

✅ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა მსოფლიოს ქართველთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.
✅მათ დაათვალიერეს ცენტრის ებრაული ხელნაწერებისა და ძველნაბეჭდი წიგნების კოლექცია, მათ შორის, ლაილაშის ბიბლია, თორები, XVI -ში სალონიკსა და მადრიდში გამოცემული ბიბლიის ტექსტები, საქართველოში მოღვაწე რაბინთა საქმიანობის ამსახველი წერილები და სხვ. შეხვედრა უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი იყო როგორც სტუმრებისთვის, ისე ცენტრის თანამშრომელთათვის.
✅ხელნაწერების დათვალიერებისას გამოითქვა არაერთი საყურადღებო მოსაზრება ხელნაწერთა რაობისა და დათარიღების დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე, ზოგიერთი ხელნაწერის დეტალური და გაღრმავებული შესწავლის სურვილი სემიტოლოგთა ჩართვით, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.