მსოფლიოს ქართველთა მთავარი რაბინის იაკობ გაგულაშვილის ვიზიტი
Posted at h
in სიახლეები
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა მსოფლიოს ქართველთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.
მათ დაათვალიერეს ცენტრის ებრაული ხელნაწერებისა და ძველნაბეჭდი წიგნების კოლექცია, მათ შორის, ლაილაშის ბიბლია, თორები, XVI -ში სალონიკსა და მადრიდში გამოცემული ბიბლიის ტექსტები, საქართველოში მოღვაწე რაბინთა საქმიანობის ამსახველი წერილები და სხვ. შეხვედრა უაღრესად საინტერესო და ნაყოფიერი იყო როგორც სტუმრებისთვის, ისე ცენტრის თანამშრომელთათვის.
ხელნაწერების დათვალიერებისას გამოითქვა არაერთი საყურადღებო მოსაზრება ხელნაწერთა რაობისა და დათარიღების დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე, ზოგიერთი ხელნაწერის დეტალური და გაღრმავებული შესწავლის სურვილი სემიტოლოგთა ჩართვით, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.