ცხადდება სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსი „ბრიტანეთი და საქართველო“

სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსი

„ბრიტანეთი და საქართველო“ პირობები

(ბრიტანეთის საბჭოსა და სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი)

კონკურსის სამიზნე აუდიტორია:

  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
  • ემიგრაციაში არსებული საკვირაო სკოლები, კულტურის ცენტრები, დიასპორები და დაინტერესებული ახალგაზრდები (საქართველოში საბაზო და საშუალო საფეხურის შესაბამისი ასაკობრივი კატეგორია).

 

კონკურსის მხარდამჭერები და პარტნიორები:

  • უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი – ბრიტანეთის საბჭო საქართველოში;
  • ა(ა)იპ – დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის;„მარჯორი და ოლივერ უორდროპებისსაქართველო-ბრიტანეთის მეგობრობის საზოგადოება

 

კონკურსის აღწერა: სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) კოლექციებში დაცულია უნიკალური მასალა ბრიტანეთისა და ბრიტანელების შესახებ: ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილი რუკა, მარჯორი და ოლივერ უორდროპების, ინგლისელი ლიტერატურათმცოდნისა და კავკასიოლოგის, დევიდ ლენგის ურთიერთობები საქართველოსთან და სხვა არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე, რომელთა საქმიანობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოს დაახლოებას ევროპულ სივრცესთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება, ბრიტანეთისა და საქართველოს კულტურული თუ პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, გეგმავს სასკოლო კონკურსს „ბრიტანეთი და საქართველო“.

კონკურსის განხორციელების ფორმა და პროცედურები:

კონკურსის ფორმატი – გუნდური.

თითოეულმა სკოლამ უნდა შექმნას გუნდი (5-6 მოსწავლის შემადგენლობით);

  • თითოეულ გუნდს უნდა ჰქონდეს სახელი;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სასკოლო გუნდმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ).
  • დარეგისტრირებულ გუნდებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება მიაწვდის (ელექტრონული ფორსის მეშვეობით) საბაზისო მასალას: საარქივო დოკუმენტების, ხელნაწერების ასლები და მთავარი შინაარსობრივი აქცენტები, სტატიები, ვიდეომასალა;
  • გუნდებს საშუალება ექნებათ 1 (ერთი) თვის განმავლობაში იმუშაონ შერჩეულ თემაზე;
  • კონკურსის შედეგად შექმნილი საკონკურსო ნამუშევარი შეიძლება იყოს: ისტორიული ან ლიტერატურული ნარკვევი, ვიდეო, პრეზენტაცია, რუკა, ბლოგი ან საიტი და სხვ.;
  • საკონკურსო ნამუშევარს უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: ქალაქი/სოფელი, სკოლა, გუნდის სახელი, ხელმძღვანელი პედაგოგი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო ჯგუფის წევრები (სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი), სკოლის ელექტრონული მისამართი, ტელეფონი.
  • საკონკურსო ნამუშევრები კონკურსში ჩართულმა ჯგუფმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge  ქვემოთ მითითებულ ვადებში (მოცულობითი ფაილის შემთხვევაში wetransfer ისმეშვეობით.

 

კონკურსის განხორციელების ვადები:

  • 2021 წლის 1-20 აპრილი – სასკოლო გუნდების რეგისტრაცია (ამ დანართის დანართი N1-ით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ფორმის შევსება და გამოგზავნა მითითებულ ელექტრონულ მისამართზე);
  • 2021 წლის 20 აპრილი – 28 მაისი – სასკოლო გუნდების მუშაოაბა, ცენტრის მეცნიერებთან და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფთან აქტიური კონსულტაციის ფორმატში (კონსულტაცია შესაძლებელია, როგორც სატელეფონო ფორმატში, ისე ელექტრონული მიმოწერით);
  • 2021 წლის 4 ივნისი – ფინალურ ეტაპზე გადასული საკონკურსო ჯგუფების ინფორმირება, ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების მიერ შედეგების გამოქვეყნება ცენტის ვებგვერდზე.

 

გამოფენა და დაჯილდოება:

ხელნაწერთა ცენტრი უმასპინძლებს გამოფენას „ბრიტანეთი და საქართველო – რას მოგვითხრობენ ხელნაწერები“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ორიგინალების, ასევე, საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ფოტოგამოფენის მეშვეობით, ახალგაზრდები აღმოჩნდებიან ბრიტანულ-ქართული ურთიერთობის ისტორიის ამსახველ სამყაროში.

ამავე დღეს საკონკურსო კომისია  გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

  • გამარჯვებული სამეული – I, II, III ადგილებზე გასული გუნდები;
  • საუკეთესო ათეული;
  • გამარჯვებულები სპეციალურ ნომინაციებში.

შენიშვნა: კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ.

წარმოდგენილი იქნება გამარჯვებული გუნდების პროექტები (3-5 წუთიანი წარდგინება გუნდის სპიკერის მეშვეობით).

გამარჯვებული პროექტები აიტვირთება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.manuscript.ge, ასევე ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ამავე გვერდებზე გამოქვეყნდება ინფორმაცია გამარჯვებული გუნდების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: exb.edu@manuscript.ac.ge ტელ.: 599 899 635; 555409088