ცხადდება ვაკანსია სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების უფროსის – მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge – 2021 წლის 22 მარტიდან 2021 წლის 2 აპრილის  ჩათვლით.

საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2021 წლის 5-6 აპრილი.

გასაუბრების  ჩატარების დღედ განისაზღვროს 2021  წლის 14-15 აპრილი

შენიშვნა:  ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  2021  წლის 23 აპრილისა.

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • განცხადების ფორმა
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, —– ფურცელი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით), —– ფურცელი;
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი —– ფურცელი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში), —– ფურცელი;
  • გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს, —– ფურცელი;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა), —– ფურცელი;
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა) ——— ფურცელი;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი ——–ფურცელი ;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა), —– ფურცელი;
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში), —– ფურცელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:            

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ანალიზი და ორგანიზება;

ცენტრის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის შეჯამება;

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია.

სამეცნიერო და საგამომცემლო პროექტების კოორდინაცია და სისტემატიზაცია.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: დოქტორი ან მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:                 

  • გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • 2 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი.
  • სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება;
  • სამეცნიერო საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილება.

 

სასურველია:                                                         

  • სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის გამოცდილება.
  • სამეცნიერო წარმომადგენლობით ორგანო(ებ)ში მუშაობის გამოცდილება.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

 

უცხო ენები:    

ერთ-ერთი უცხო ენა.