ცხადდება კონკურსები: „ჩემი დიდგორი“ და „გახდი დიდგორის მემატიანე“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დიდგორის ბრძოლის 900 წლის საიუბილეოდ აცხადებს ორ კონკურსს: სახვითი ხელოვნების კონკურსი „ჩემი დიდგორი“ და „გახდი დიდგორის მემატიანე“ – კონკურსი კალიგრაფებისათვის.

დამხმარე რესურსი ორივე კონკურსისთვის

დანართი N1

დანართი N2

სახვითი ხელოვნების კონკურსი „ჩემი დიდგორი“

კონკურსის განხორციელების ვადები: 2021 წლის 8 თებერვალი-1 აპრილი

კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და სკოლებს მიეწოდებათ:

  • დიდგორის ბრძოლის ამსახველი მცირე ტექსტი;
  • ამ ბრძოლის ამსახველი გვერდის ფოტო „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერიდან.

ეს დეტალები იქნება კონკურსანტებისთვის შთაგონების წყარო და მოსწავლეები დიდგორის ბრძოლას გააცოცხლებენ, მათი ფანტაზით და განსხვავებული ტექნიკით. ტექნიკა შეუზღუდავია: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება, ინსტალაცია, კოლაჟი, ციფრული ხელოვნება ანუ კომპიუტერული გრაფიკა, ე.წ. ქორელი, ილუსტრატორი და სხვ.

ნამუშევრის შექმნისას შეუზღუდავია მასალა: ქაღალდი, მუყაო, ტილო, კერამიკა, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, პასტელი აკრილი, პლასტელინი, თიხა, ასევე შერეული ტექნიკა.

სამხატვრო კონკურსის სამიზნე აუდიტორია: სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები.

ასაკობრივი კატეგორიები: კონკურსი ჩატარდება 3 ასაკობრივ კატეგორიაში:

  • I-V კლასები;
  • VI-IX კლასები;
  • X-XII კლასები.

 

კონკურსანტებს ნამუშევრის შექმნის შთაგონებისათვის შეუძლიათ გამოიყენონ დამხმარე რესურსი, იხ. დანართი N1

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულთა სამეულებს და ნომინანტებს გამოავლენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

ძირითად საპრიზო ადგილებზე გამარჯვებულ ახალგაზრდებსა და ნომინანტებს, ასევე საკონკურსო კომისიის მიერ საყურადღებოდ მიჩნეულ ავტორებს ცენტრი გადასცემს სტანდარტულ სასაჩუქრ ნაკრებს:

ნამუშევრების მიღების ვადები: ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია 2021 წლის  1 აპრილის ჩათვლით;

ნამუშევრების გამოგზავნის პროცედურა: მოსწავლემ ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს მაღალი ხარისხის jpg ან pdf ფორმატის სახით, ელექტრონულ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge. ნახატის გამოგზავნა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე სკოლის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით;

ნამუშევარს აუცილებლად უნდა ახლდეს თან შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი და კლასი, ქალაქი/სოფელი, სკოლა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელფოსტა (არასრული მონაცემებით ნამუშევარი საკონკურსო ნამუშევართა შორის ვერ განიხილება).

„გახდი დიდგორის მემატიანე“ – კონკურსი კალიგრაფებისათვის

კონკურსის განხორციელების ვადები: 2021 წლის 8 თებერვალი-1 აპრილი

კალიგრაფიული კონკურსის სამიზნე აუდიტორია და საკონკურსო კატეგორიები. კონკურსი ჩატარდება 4 საკონკურსო კატეგორიაში:

  • დაწყებითი საფეხური (IV-VI კლასების მოსწავლეები);
  • სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII-IX კლასები);
  • სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X-XII კლასები);
  • სტუდენტები და სხვა დაინტერესებული საზოგადოება. ზედა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის;

ნამუშევრის შესრულებისათვის საჭირო მითითებები:

  • კონკურსში ფასდება დიდგორის ბრძოლის ამსახველი ციტატის კალიგრაფიული შესრულება;
  • კალიგრაფიულ ნიმუშებს შესაძლებელია ახლდეს დეკორაცია და ილუსტრაცია (არ არის აუცილებელი და შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი იქნება კალიგრაფია);
  • კალიგრაფიული ნამუშევრის შესრულებისას მასალა და საშუალებები შეზღუდული არ არის.

კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა აირჩიონ ჩვენ მიერ შერჩეული ისტორიული წყაროებიდან ერთ-ერთი და გადაწერონ კალიგრაფიული ხელოვნების გამოყენებით, იხ. დანართი N2.

ნამუშევრების გამოგზავნის ვადები: კალიგრაფიული ნაწერების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2021 წლის 1 აპრილის ჩათვლით;

ნამუშევრების გამოგზავნის პროცედურა: კონკურსანტმა კალიგრაფიული ნაწერი უნდა გამოაგზავნოს მაღალი ხარისხის jpg ან pdf ფორმატის სახით, ელექტრონულ მისამართზე: nestan.bagauri@manuscript.ac.ge, ნამუშევრის გამოგზავნა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე სკოლის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეშვეობით;

ნამუშევარს აუცილებლად უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი და კლასი, ქალაქი/სოფელი, სკოლა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელფოსტა (არასრული მონაცემებით ნამუშევარი საკონკურსო ნამუშევართა შორის არ განიხილება).

გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოვება და გამოფენა – გამოფენაზე „დიდგორიდან ასპინძამდე“

ხატვისა და კალიგრაფიის კონკურსების გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი გახდება 2021 წლის 20 აპრილს, გამოფენაზე „დიდგორიდან ასპინძამდე“. თარიღი დაკავშირებულია მეფე ერეკლეს მიერ ასპინძის ველზე მოპოვებულ გამარჯვებასთან. სიმბოლურია, რომ დიდგორის თემასთან დაკავშირებით შექმნილი გამარჯვების ნამუშევრები გამოიფინება მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლის საიუბილეოდ გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე სამეფო სასახლის ეზოში (თელავი), სადაც, ასევე, მოწვეულნი იქნებიან  2020 წელს ჩატარებული სასკოლო კონკურსების – „მიულოცე მეფეს“ და „მეფე ერეკლე. ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ – წარმატებული მოსწავლეები (კახეთის რეგიონიდან). 2021 წლის 20 აპრილს ერთმანეთს შეხვდებიან ის ახალგაზრდები, რომელთა წარმატებაც უკავშირდება ჩვენს წარსულს, დიდგორიდან ასპინძამდე მოპოვებულ გამარჯვებებს (იგულისხმება, 2020 წელს ჩატარებული მეფე ერეკლეს საიუბილეო კონკურსის გამარჯვებულები კახეთის რეგიონიდან და 2021 წლის თებერვალში გამოცხადებული კონკურსების „ჩემი დიდგორი“ და „გახდი დიდგორის მემაიანე“ გამარჯვებული ახალგაზრდები).

შენიშვნა: პანდემიით გამოწვეულიაკრძალვების შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის 19 აპრილს გაიმართება ონლაინკონკურსების „მიულოცე მეფეს“ და „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ ონლაინდაჯილდოება, ონლაინექსკურსია.

2021 წლის 20 აპრილს ონლაინპლატფორმაზე განხორციელდება  დიდგორის 900 წლის საიუბილეოდ ჩატარებული სამხატვრო და კალიგრაფიული კონკურსების გამარჯვებულ ნამუშევართა დაჯილდოვება, ხოლო ბატონიშვილის სასახლეში (თელავი) ამ ნამუშევრების გამოფენა, ისევე, როგორც სხვა დაგეგმილი ღონისძიებები, გაიმართება 2021 წლის ოქტომბერში, მეფე ერეკლეს დაბადების დღესთან დაკავშირებით.

როგორც ხატვის, ისე კალიგრაფიული კონკურსების გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 2021 წლის 20 აპრილს, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.manuscript.ge, ასევე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“.

 

სასარგებლო ბმულები ინტერნეტში:

http://samxedro-istoria.blogspot.com/2020/07/12-1121.html

https://www.britishcouncil.ge/king-david#group–ln9itwQiO7

www.qim.ge