კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნის შესახებ

2020 წლის 8 დეკემბერს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭომ ცენტრის დირექტორად ახალი, ხუთწლიანი ვადით აირჩია ზაალ (ზაზა) აბაშიძე. მის არჩევას ხმა მისცა ფარულ კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს 21 წევრიდან 21-მა. (საბჭოს 3 წევრი სხდომას არ ესწრებოდა ავადმყოფობის გამო). კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, სამეცნიერო საბჭოს ეს გადაწყვეტილება განიხილა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელმაც ა.წ. 21 დეკემბრის ბრძანებით დანიშნა ზ. აბაშიძე  სსიპ კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად.