ცხადდება კონკურსი აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციის დასაკავებლად

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციის დასაკავებლად

თანამდებობრივი სარგო:  950 ლარი

ადგილების რაოდენობა:    1

 სამუშაოს ტიპი:   სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • აღმოსავლურ  ხელნაწერთა აღწერილობა და შესწავლა;
  • ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევები;
  • სამეცნიერო აღწერილობებისა და კატალოგების შედგენა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ერთ-ერთი აღმოსავლური (ოსმალური/არაბული/სპარსული/სომხური) ენის ცოდნა;
  • ხელნაწერთა აღწერა-კატალოგიზაციის, კვლევისა და პუბლიკაციის გამოცდილება;
  • სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო ფორუმებში, პროექტებში მონაწილეობა და/ან სხვ.).

სასურველია:

  • ძვ. ქართული ენის ცოდნა;
  • პუბლიკაციები უცხოენოვან გამოცემებში;
  • ერთი პუბლიკაცია, რომელიც ავტორის აზრით უკეთ ასახავს მის სამეცნიერო საქმიანობას.

 

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word.

უცხო ენები: ერთ-ერთი ევროპული ენა.

კონკურსის ჩატარების ეტაპები:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება (შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით ჩატარება).

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.

 

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge – 2021 წლის 18 იანვრიდან – 2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით.

გასაუბრება – 2021  წლის 8-9 თებერვალი.

კონკურსის შედეგები გამოცხადება  – არაუგვიანეს  2021  წლის  19 თებერვლისა.

 

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • განაცხადის ფორმა (დანართი)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
  • გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
  • ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც ცალკეული მიმართულების (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, წყაროთმცოდნეობა-დიპლომატიკა, არქივმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ბიბლიოგრაფია-ლექსიკოლოგია), ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას. (აღნიშნული კონცეფციის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად);
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).