ცხადდება კონკურსი დირექტორის თანამდებობაზე

 სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

ცენტრის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით.

 

საბუთების მიღება – 2020 წლის 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge

საბუთების გადარჩევა და საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა – 2020 წლის 2-3 დეკემბერი.

კანდიდატებთან გასაუბრება – 2020 წლის 7-8 დეკემბერი.

დირექტორის არჩევნების თარიღი – 2020 წლის 8 დეკემბერი.

თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, არჩეული კანდიდატის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისთვის წარდგენა – არაუგვიანეს 2020 წლის 15 დეკემბერი.

 

  1. დირექტორი.

თანამდებობრივი სარგო:       1600 ლარი.

ადგილების რაოდენობა:        1

სამუშაო ტიპი:                           სრული განაკვეთი.

 

სამუშაოს აღწერა:

  • დირექტორი წარმართავს ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში;
  • ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სხვა ტიპის დაწესებულებებთან;
  • ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს; ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;
  • კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს;
  • ასრულებს ცენტრის დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი: 

  • დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს.
  • დირექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო ფორუმებში, პროექტებში მონაწილეობა და/ან სხვ.).
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პროგრამა (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და მისი პრიორიტეტების განვითარების შესახებ ხედვა/კონცეფცია).
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ერთ-ერთ ევროპულ ენას.
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ორგანიზაციის (ან სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის) და კულტურული მემკვიდრეობის მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

სასურველი:

  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უცხოურ სამეცნიერო ცენტრებსა და სიძველეთსაცავებთან თანამშრომლობის გამოცდილება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირიკორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის კანდიდატობის მსურველის მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

  • განცხადება (ხელმოწერილი, სკანირებული) შევსებული დანართი N1-ით განსაზღვრული ფორმის დაცვით (დანართი 1)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (___ ფურცელი) (უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნს მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი სახელმწიფო ენაზე);
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე) (___ ფურცელი);
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (___ ფურცელი) (უცხო ქვეყანაში მიღებული სამეცნიერო ხარისხის არსებობის შემთხვევაში, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნს მისი აღიარების დოკუმენტი (სკანირებული), გაცემული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკონკურსო განცხადებების რეგისტრაციის ვადის განმავლობაში აღიარების დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეაფერხებს ამ პირის მონაწილეობას კონკურსში და მის არჩევას, თუმცა კანდიდატი ვალდებულია, ცენტრის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში ეს დოკუმენტი მიაწოდოს დანიშვნიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, ხოლო მანამდე, კანდიდატი, ვალდებულია სამდივნოს წარუდგინოს უცხოურ ენაზე გაცემული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი სახელმწიფო ენაზე (სკანირებული). ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს წინადადებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე);
  • ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (სასურველია შესაბამისი ინტერნეტ-ბმულების მითითებით) (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/CV-ში) (___ ფურცელი/იხ. CV);
  • გამოქვეყნებული 1 (ერთი) სამეცნიერო ნაშრომის ასლი (___ ფურცელი);
  • სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/CV-ში) (___ ფურცელი/იხ. CV);
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/CV-ში) (___ ფურცელი/იხ. CV);
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/CV-ში) (___ ფურცელი/იხ. CV);
  • აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შესაბამისი პროგრამა (ქართულ ენაზე) (სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და მისი სამეცნიერო პრიორიტეტების განვითარების შესახებ ხედვა/კონცეფცია) (___ ფურცელი).

 

შენიშვნა: ზემოხსენებული დოკუმენტაცია თან უნდა ახლდეს დანართი N1-ით გათვალისწინებულ განცხადებას, რომელიც ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge გამოგზავნილ უნდა იქნეს ხელმოწერილი და სკანირებული ფორმით;

ამ დანართში მითითებული დოკუმენტები ცენტრში წარმოდგენილ უნდა იქნეს სკანირებული ფორმით;

ამ დანართში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.