საგანმანათლებლო კონკურსი „მიულოცე მეფეს“
საგანმანათლებლო კონკურსი
„მიულოცე მეფეს“
(საკონკურსო პირობები)
პროექტის ორგანიზატორი:
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
პროექტის სამიზნე აუდიტორია:
საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
პროექტის აქტუალურობა:
2020 წელს სრულდება ქართლ-კახეთის მეფისა და ქართველ მონარქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწის, ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი. იუბილესთან დაკავშრებით დაგეგმილია არაერთი ღონბისძება და გამოფენა. კონკურსი სწორედ ამ საიუბილეო წლის ფარგლებში განხორციელდება.
პროექტის აღწერა:
კონკურსში ჩართვის მსურველი მოსწავლეები შექმნიან საგანგებო მილოცვის ტექსტს მეფისათვის. ამ ტექსტისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საკონკურსო პროგრამას ურთავს მეფე ერეკლეს გამორჩეულად შემკული საბუთის მიხედვით მომზადებულ მოჩარჩოებას. სწორედ ამ უნიკალურ რეკვიზიტზე დაიტანენ საგანგებო მილოცვის ტექსტს მოსწავლეები და ამ სახით წარადგენენ კონკურსზე.
ტექსტის შექმნისათვის აუცილებელი ტექნიკური პარამეტრები:
მილოცვის ტექსტი შეიძლება იყოს როგორც ხელნაწერი, ისე ნაბეჭდი.
მილოცვის ტექსტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დართული შემდეგი ინფორმაცია: მილოცვის ავტორი, ასაკი, ქალაქი/სოფელი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი.
საკონკურსო ნამუშევარს კონკურსანტი წარადგენს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge
საკონკურსო ვადები:
ესეების მიღება: 5 ოქტომბრის ჩათვლით;
გამარჯვებულთა გამოვლენა: 15 ოქტომბერი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი:
ნესტან ბაგაური: 599 899 635
მეფე ერეკლეს საბუთის მოჩარჩოება იხილეთ დანართში: დანართი