ესეების კონკურსი „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“

ესეების კონკურსი

„მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“

(საკონკურსო პირობები)

პროექტის ორგანიზატორი:
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

პროექტის სამიზნე აუდიტორია:
საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის აქტუალურობა:
2020 წელს სრულდება ქართლ-კახეთის მეფისა და ქართველ მონარქთა შორის ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწის, ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი. იუბილესთან დაკავშრებით დაგეგმილია არაერთი ღონბისძება და გამოფენა. ესეების კონკურსი სწორედ ამ საიუბილეო წლის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის აღწერა:
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩiნო მონარქის დაბადებიდან 300 წლის იუბილე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სამწუხაროდ, დაგეგმილ ღონისძებათა დიდი ნაწილი ვერ განხორციელდება სათანადო მასშტაბურობით, პანდემიის გამო. ასეთ ვითარებაში, ციფრული გამოფენები და საგანმანათლებლო აქტივობები უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ესეების კონკურსის „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ ჩატარება იგეგმება ელექტრონული ფორმატით. მოსწავლეებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, ხელნაწერი მემკვიდრეობის მიხედვით შექმნან მეფე ერეკლეს პორტრეტის უნიკალური, მხოლოდ კონკტერული მოსწავლის მიერ დანახული შტრიხი. პროექტის ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგამანათლებლო პროგრამების განყოფილება მოამზადებს მეფე ერეკლეს ეპოქის ისტორიულ საბუთებს (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ერეკლე II-ის ეპოქის ათასობით საბუთი), რომლებიც მოზარდებს შესაძლებლობას მისცემენ, შეიხედონ პატარა კახის კანცელარიაში, ჩაიხედონ მის სკივრში და თვალი შევლონ მეფის იარაღს. შერჩეული საბუთების ფოტოები, გაშიფრული ტექსტით იხილეთ საკონკურსო პროგრამის დანართის სახით. ესეების კონკურსში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ მათთვის საინტერესო ერთი საბუთი და სწორედ ამ საბუთით შთაგონებულებმა შექმნან ესე თემაზე „მეფე ერეკლე – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“.

ტექსტის შექმნისათვის აუცილებელი ტექნიკური პარამეტრები:

ესე უნდა ეფუძნებოდეს საკონკურსოდ შერჩეულ რომელიმე ისტორიულ საბუთს;
ესეს უნდა ჰქონდეს სათაური;
ესეს ტექსტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დართული შემდეგი ინფორმაცია: მილოცვის ავტორი, ასაკი, ქალაქი/სოფელი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი.
ტექსტის მოცულობა: არაუმეტეს 2 სტანდარტული თაბახის გვერდისა (A4);
ნაბეჭდი ვერსიის მოწოდების შემთხვევაში ტექსტის პარამეტრები: შრიფტის ზომა – 11, სტრიქონებს შორის დაშორება: 1,15. საკონკურსო ნამუშევარს კონკურსანტი წარადგენს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
exb.edu@manuscript.ac.ge

საკონკურსო ვადები:
ესეების მიღება: 5 ოქტომბრის ჩათვლით;
გამარჯვებულთა გამოვლენა: 15 ოქტომბერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი:
ნესტან ბაგაური: 599 899 635

საბუთების ფოტოები, გაშიფრული ტექსტით იხილეთ დანართში  : დანართი