გლდანის რაიონში ქუჩას სერგი გორგაძის სახელი მიენიჭა

   გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე შესახვევს ქართველი ლიტერატურათმცოდნის, ისტორიკოსის, ენათმეცნიერის, სერგი გორგაძის სახელი მიენიჭა
  აღნიშნულის შესახებ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაალ აბაშიძემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნით მიმართა.საკრებულომ თხოვნა განიხილა და ქუჩის სახელდების აქტი დაამტკიცა.
    სერგი გორგაძეს დაწერილი აქვს რიგი ნაშრომები საქართველოს ისტორიის შესახებ; მან შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია; გამოსცა ქართული ლიტერატურული ძეგლები; ქართული მართლწერის წიგნი(1916); 1907 წლიდან იყო საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიული საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგე და მდივანი. 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
   სერგი გორგაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფონდი 128 საარქივო საქმეს შეიცავს: შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველ მასალებს, მიმოწერას და სხვა.