კალის ლექციონარის რესტავრაცია
Posted at h
in სიახლეები
პროექტის „კალის ლექციონარი“ ფარგლებში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს, დაიწყო ხელნაწერის კოდიკოლოგიური შესწვლა.
ამ დრომდე განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და კელნის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები მუშაობენ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ხელნაწერის რესტავრაცია.
გერმანელმა კოლეგებმა ჩვენს თანამშრომლებს მიაწოდეს სარესტავრაციო საქმესთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა.
პროფ. ანდრეა პატაკის გადაეგზავნა სარესტავრაციო ხელნაწერის ფოტოები.
სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით გერმანულმა მხარემ შეიძინა მრავალათასიანი ტენის მოსაცილებელი მაგიდა (Saugtisch), რომელიც ცენტრს რამოდენიმე თვეში გადმოეცემა.
სულ მცირე თვეში ორჯერ, დისტანციურ რეჟიმში ეწყობა სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობენ: ცენტრის დირექტორი ზაალ აბაშიძე და მეცნიერ-თანამშრომლები – თამარ ჭუმბურიძე, შორენა თავაძე, ნინო მეგენეიშვილი, სტუდენტი ელენე ქურდაძე, გერმანულ მხარეს წარმოადგენდნენ კიოლნის რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტის პროფესორი ანდრეა პატაკი და რესტავრატორები: მარლენ ბიორნგერნი, ბერტ იაცეკი, ასევე, სტუდენტები: შარლოტე ბრეცენდორფერი და კერსტინ მერცი.
კალის ლექციონარი, Xს.
ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი აღმოჩენილია სვანეთში, სოფელ კალაში.
გადაწერილია პალესტინაში.
Q-1653