ესპანეთში შექმნილი ქართული კალიგრაფიული ნამუშევრები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ბარსელონას ,,წმიდა ნინოს” სახელობის ტაძართან არსებული “წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის„ თანამშომლობით განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნიმუშები შექმნეს.
ჩვენ მიერ შექმნილი ალბომი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ ესპანეთში მცხოვრები ბავშვების მიერ იზოლაციის რთულ დღეებში ქართულ ენაზე შესრულებულ ტექსტებს.
აღნიშნული პროექტი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლებისა და გამოფენის სამსახურის ჩართულობით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ალბომში წარმოდგენილი ნამუშევრები კალიგრაფის კონკურსის ფარგლებში შესრულდა, თუმცა მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მისი განხორიციელება ვერ მოხერხდა და ნამუშევრების წარდგენის ფორმატი ასეთი სახით შეიცვალა.
მადლობას ვუხდით ბარსელონას ,,წმიდა ნინოს” სახელობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილს, კალიგრაფიული წრის ხელმძღვანელს, მარინე წიქორაძეს ასეთი შესანიშნავი საქმის განხორციელებისათვის.