მედიცინის ისტორიის სწავლების სრულყოფა და განვითარება: პრობლემები და პერპექტივები

2020 წლის 6 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტში შედგა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის “სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში” ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსის “სამედიცინო ცოდნა ხელნაწერ მემკვიდრეობაში” მოდულების პრეზენტაცია.

სასწავლო კურსის მოდულები წარმოადგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა – დოქტ. ლიანა სამყურაშვილმა, დოქტ. ირინა გოგონაიამ, დოქტ. თამარ აბულაძემ და დოქტ. ლელა შათირიშვილმა.

პრეზენტაციასთან დაკავშირებით დისკუსიაში მონაწილეობდნენ მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. რამაზ შენგელია, ბიოლოგიის დოქტ. ნანა ხელაია, მედიცინის დოქტორი ეკატერინე სანიკიძე.

შეხვედრისას გამახვილდა ყურადღება მედიცინის ისტორიის კუთხით ქართული და აღმოსავლური ხელნაწერების სხვადასხვა მიმართულებით კვლევის აუცილებლობაზე, სამედიცინო შინაარსის ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაზე დაფუძნებით სასწავლო პროგრამების შექმნის პერსპექტივებზე.

პროექტი “სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში” ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი HE 17-54).