ღვინის ტრადიცია საქართველოში – ხელნაწერთა კვალდაკვალ

29 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია, რომლის თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე – ღვინის ეროვნული სააგენტო. კონფერენციას მიესალმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაალ აბაშიძე, ხოლო კოლექციების მნიშვნელობაზე, ღვინის ისტორიის კვლევაზე, ღვინისა და ვაზის კულტურის თემაზე შემორჩენილი ხელნაწერების სასწავლო და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანისა თუ ღვინის ტურიზმში ჩართვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა, ნესტან ბაგაურმა. კონფერენციის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო: „ხელმწიფის კარის გარიგება“ და ამ თხზულებაში აღწერილი ტრადიცია, მეფისათვის ახალ წელს ღვინის მირთმევისა; ისტორიული საბუთები ვენახის ნასყიდობის, ღვინის დაჭაშნიკებისა და ღვინის შეწირვის, ასევე მეღვინეთუხუცესისა თუ მეღვინეთა და მეხელადეთა შესახებ; „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ ხელნაწერებში დადასტურებული ვაზის ორნამენტები და სხვ. შედგა სამუშაო შეხვედრები ღვინის ისტორიის მკვლევრებთან, უნივერსიტეტებთან და ღვინის სააგენტოს შესაბამის სტრუქტურებთ