ცხადდება კონკურსი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ცხადდება კონკურსი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

  1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს, სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსების (შემდგომში – კონკურსი) ჩატარებისა და კანდიდატების შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის (შემდგომში – საკონკურსო კომისია) საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხებს, ასევე, კონკურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. კონკურსის ამ წესის მიზნებისთვის არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან, რომელიც ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

 მუხლი 2. კონკურსის მიზანი და ამოცანები

  1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
  2. კონკურსის ამოცანებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;

დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

 მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება

  1. ცენტრის მიერ კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
  2. კონკურსი ცხადდება ცენტრის ელექტრონულ ვებგვერდზე (manuscript.ge). შესაძლებელია კონკურსის პირობების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ იქნას სხვა ელექტრონული საშუალებები.

 მუხლი 4. საკონკურსო განაცხადების მიღება

კონკურსში მონაწილე პირთა განაცხადები თანდართული დოკუმენტაციით წარედგინება ცენტრის საქმისწარმოების სამსახურს 2020 წლის 11 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით 12:00 სთ-დან  17:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1/3.

 მუხლი 5. დაწესებულების უფლება მოვალეობანი

  1. ცენტრი უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. ცენტრი ვალდებულია, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად.
  3. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.
  4. ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
  5. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს თითოეულ კანდიდატს.

 მუხლი 6. კანდიდატის უფლება-მოვალეობანი

  1. კონკურსში მონაწილეობისათვის  განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ, უნდა მოხდეს დადგენილ ვადაში. კანდიდატი ვალდებულია ცენტრს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
  2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება ცენტრის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
  3. კანდიდატს უფლება აქვს, ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არა უმეტეს 2 ვაკანსიაზე.

 მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმა და პირობები

  1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

  1. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.

 

მუხლი 8.        საკონკურსო კომისიის საქმიანობა

  1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
  2. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
  3. საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით.
  4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
  5. საკონკურსო კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
  6. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
  7. საკონკურსო კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
  8. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ან საკონკურსო კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო ცენტრის დირექტორს – საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ ინფორმაციას.

 

ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • განცხადებების გადარჩევა
  • გასაუბრება

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 11 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მისამართზე: თბილისი,  მ. ალექსიძის ქ. №1/3.

ან შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@manuscript.ac.ge

გასაუბრება ჩატარდება: 2020 წლის 2, 4 და 5 მარტს, 14:00 საათზე.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 12 მარტისა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი

კონკურსი ცხადდება შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება

 უფროსი სპეციალისტი

 

თანამდებობრივი სარგო:                                                             750  ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                              1

სამუშაოს ტიპი:                                                                                სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
  • კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევები;

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:                                                                  ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

სამუშაო გამოცდილება:                                                                მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ძვ. ქართული ენის ცოდნა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • ძვ. ბერძნული ენის ცოდნა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციისა და  საერთაშორისო თანამშრომლობის

განყოფილება

 

განყოფილების უფროსი

თანამდებობრივი სარგო:                                                             1100  ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                              1

სამუშაოს ტიპი:                                                                                სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • განყოფილების საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა;
  • სოციალური მედიის მართვა, მედიასთან ურთიერთობა;
  • ცენტრის PR და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება-განხორციელება
  • საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან, მუზეუმებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:                                                                  ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

სამუშაო გამოცდილება:                                                                აღნიშნული მიმართულებებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • სამი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული და ერთ-ერთი აღმოსავლური ან ევროპული ენა);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური უნარები, შემოქმედებითი ხედვა;
  • გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციისა და  საერთაშორისო თანამშრომლობის

განყოფილების სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახური

 

სამსახურის უფროსი

თანამდებობრივი სარგო:                                                             1000  ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                              1

სამუშაოს ტიპი:                                                                                სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • სამსახურის საქმიანობის მიმართულების განსაზღვრა;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირება, შემუშავება, მეთოდური უზრუნველყოფა (ცენტრის კოლექციებსა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით);
  • საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან, მუზეუმებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებით;
  • ცენტრის სასწავლო-სასერტიფიკატო კურსების პროექტების შემუშავება;
  • სასწავლო მეთოდური რესურსების მომზადება პროექტების განხორციელებისთვის;
  • სეზონური სასწავლო-სამეცნიერო სკოლების პროექტების შექმნა და განხორციელება;

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:                                                                  ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

სამუშაო გამოცდილება:                                                                სამეცნიერო/საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება.

                                                                                    

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ორი უცხო ენის ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში და ტრენინგებში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • ადმინისტრირების და კომუნიკაციის უნარი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციისა და  საერთაშორისო თანამშრომლობის

განყოფილების სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახური

 

სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო:                                                             650  ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                              1

სამუშაოს ტიპი:                                                                                სრული განაკვეთი

 სამუშაოს აღწერა:

  • სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან, მუზეუმებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ინფორმაციისა და რესურსების მოძიების მიზნით;
  • სასწავლო რესურსების მომზადება ცენტრის კოლექციებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით;
  • შეფასების კითხვარების, ანგარიშების პროექტების მომზადება;
  • სასწავლო-სამეცნიერო სეზონური სკოლების პროქტების შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:                                                                  ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

სამუშაო გამოცდილება:                                                                სამეცნიერო/საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ორი უცხო ენის ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში და ტრენინგებში მონაწილეობა;

ადმინისტრირების და კომუნიკაციის უნარი