„დავით აღმაშენებელი – რას მოგვითხრობენ ხელნაწერები?“

„დავით აღმაშენებელი – რას მოგვითხრობენ ხელნაწერები?“

10 თებერვალს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაიწყო საგამოფენო-საგანამანთლებლო პროგრამა „დავით აღმაშენებელი – რას მოგვითხრობენ ხელნაწერები?“

პროგრამა მოიცავს:

გამოფენას – წარმოდგენილია მეფე დავითთან უშუალოდ დაკავშირებული ხელნაწერები: დავით IV-ის მიერ შექმნილი თხზულება, „გალობანი სინანულისანი“, დავითის ეპოქის ძლიერების ერთ-ერთი საფუძვლის – საეკლესიო ცხოვრების რეფორმირებისათვის შექმნილი „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“, „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული და ანა დედოფლისეული ხელნაწერები (დიდგორის ბრძოლისა და დავითის გამეფების პასაჟებით), ავჟანდაძეთა სასისხლო სიგელი, სადაც დავითი პირველად იხსენიება „აღმაშენებლის“ ზედწოდებით

საგანმანათლებლო აქტივობას:

საგანმანათლებლო თავგადასავალი „იპოვე „აღმაშენებელი“: საგანგებოდ მოსწავლეებისათვის შექმნილი ინტერაქტიული პროგრამა მომზადდა როლური თამაშისა (ე. წ. „ქვესტი“) და თავგადასავლის ელემენტებით. გამოფენის დათვალიერებისა და ექსპონატების შესახებ საინტერესო თხრობის მოსმენის შემდეგ, ეს ჯგუფური აქტივობა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, იმოგზაურონ ხელნაწერებისა და მეფე დავითის ცხოვრების ბიოგრაფიულ ლაბირინთებში.

გამოფენის ხანგრძლივობა: 10-20 თებერვალი

გამოფენაზე ჯგუფური ვიზიტის დაგეგმვისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: (995 32) 247 42 42; (995) 555 409 088; (995) 599 899 635.
E-mail: exb.edu@manuscript.ge; nestan.bagauri@manuscript.ge