„გალობის გელათური სკოლა“

„გალობის გელათური სკოლა“

8 თებერვალს, ქუთაისში, გელათის აკადემიაში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დავითობის დღესასწაულზე წარადგინა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „გალობის გელათური სკოლა“, რომელიც მომზადდა ცენტრში დაცული ხელნაწერების მიხედვით. გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული ხელნაწერები საზოგადოებისათვის საინტერესო სიახლე აღმოჩნდა. მუსიკალური აზროვნების ისტორიის ამსახველი ხელნაწერები, X საუკუნიდან მოყოლებული XIX-XX საუკუნის ჩათვლით, ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა.