ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად
ცხადდება კონკურსი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე.
მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 750 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა აღწერილობა და შესწავლა;
ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევები.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
აღმოსავლური (ოსმალური/არაბული/სპარსული) ენების, ძველი და ახალი სომხური ენის
ცოდნა;
ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო
ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
ძვ. ქართული ენის ცოდნა;
სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით).
დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის;
ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა);
ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).