GIPA-ს სტუდენტების სტუმრობა

GIPA-ს სტუდენტების სტუმრობა

28 იანვარს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, შეხვედრა დაიგეგმა ამ უნივერსიტეტის ლექტორის, მწერალ დიანა ამფიმიადის სალექციო კურსის ფარგლებში. სპეციალურად სტუდენტებისათვის გამოიფინა ხელნაწერთა ორიგინალები: ჰომეროსის „ილიადას“ პაპირუსზე შესრულებული ფრაგმენტი, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებული (ავტოგრაფი) და სხვა. ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარა მწერალმა ნენე (ნესტან) კვინიკაძემ. გაანდო მისი ხალი რომანის „38,44“ შექმნის ისპირაცია. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი პრეზენტაციები.