კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 129-ე სემინარი
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 129-ე სემინარი
2019 წლის 17 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 129-ე სამეცნიერო სემინარი. მოხსენება წაიკითხა წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსმა მეცნიერ- თანამშრომელმა, თეა ქართველიშვილმა, თემაზე – დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ. ✅სემინარზე განხილული თემა მომზადდა პროექტის „დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის (1600-1662) ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა)“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.