“დიდგორელის” დაჯილდოება
“დიდგორელის” დაჯილდოება
2019 წლის 8 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტ “დიდგორელის” დაჯილდოება. საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. აღნიშნული პროექტი 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო. მისი მიზანი გახლავთ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ქვეყნის წარსულით და ისტორიით დაინტერესება, ცოდნის დონის გაღრმავება, ისტორიის,როგორც სასკოლო დისციპლინის, პოპულარიზაცია, მოსწავლეების პოპულარიზაციის ამაღლება.
16 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ პროექტ „დიდგორელების“ პირველი მონაწილეები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საგანგებოდ მათთვის ექსპონირებული უნიკალური ხელნაწერი მემკვიდრეობა – მეფე დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერები. დიდგორისა და სხვა ბრძოლების ამსახველი “ქართლის ცხოვრების უნიკალური ნუსხები, ავჟანდაძეთა გვარის სასისხლო სიგელი, სადაც მეფე დავით IV პირველად იხსენიება “აღმაშენებლის” ტიტულით და სხვა.
სტუმრებს საგანგებო ლექციით უმასპინძლა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.