ცხადდება კონკურსი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) უფროსის- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად

დანართი 1

 რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) უფროსის- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესი

 

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

  1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს, სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) სამეცნიერო ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების წესს.
  2. კონკურსის ამ წესის მიზნებისთვის არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან, რომელიც ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

 

მუხლი 2. კონკურსის მიზანი და ამოცანები

  1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
  2. კონკურსის ამოცანებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;

დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

 

მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება

  1. ცენტრის მიერ კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
  2. კონკურსი ცხადდება ცენტრის ელექტრონულ ვებგვერდზე (manuscript.ge). შესაძლებელია კონკურსის პირობების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ იქნას სხვა ელექტრონული საშუალებები.

 

 მუხლი 4. დაწესებულების უფლება მოვალეობანი

  1. ცენტრი უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. ცენტრი ვალდებულია, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად.
  3. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.
  4. ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
  5. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს თითოეულ კანდიდატს.

 

მუხლი 5. კანდიდატის უფლება-მოვალეობანი

  1. კონკურსში მონაწილეობისათვის  განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ, უნდა მოხდეს დადგენილ ვადაში. კანდიდატი ვალდებულია ცენტრს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
  2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება ცენტრის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
  3. კანდიდატს უფლება აქვს, ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არა უმეტეს 2 ვაკანსიაზე.

 

 მუხლი 6. კონკურსის ჩატარების ფორმა და პირობები

  1. კონკურსს ატარებს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
  2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

  1. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.

 

მუხლი 7.        სამეცნიერო საბჭოს საქმიანობა

  1. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
  2. სამეცნიერო საბჭო აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით.
  3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.
  4. სამეცნიერო საბჭოს წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
  5. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
  6. სამეცნიერო საბჭო ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
  7. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო ცენტრის დირექტორს – სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ ინფორმაციას.

 

დანართი 2

რესტავრაციისა და  კონსერვაციის  სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება)

განყოფილების უფროსი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო:                                                             1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                              1

სამუშაოს ტიპი:                                                                                სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:            

ლაბორატორიის სამუშაო გეგმის შედგენა, სამუშაოების აღრიცხვა,  დოკუმენტაციის წარმოება და  კონტროლი.    ლაბორატორიის განვითარებისთვის ახალი, პროგრესული მეთოდების დანერგვისთვის, სამუშაოს ფორმის დახვეწისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო  ღონისძიებების  ჩატარება.   ხელნაწერების დაზიანებების კვლევა  თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით .  ლაბორატორიაში მიმდინარე საკონსერვაციო და სარესტავრაციო  სამუშაოების ტექნოლოგიისა და მეთოდიკის დაცვა  და  კონტროლი.  პრევენციული კონსერვაციის ორგანიზება.  საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების  შერჩევა  და მომზადების  კოორდინაცია. რესტავრაცია-კონსერვაციის სფეროში სამეცნიერო  სამუშაოების წარმოება  და მიღებული კვლევების გამოყენება  რესტავრაციის სწორად წარმართვისათვის.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:                                                                  დოქტორი ან მასთან  გათანაბრებული                                                                                              აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:                                                                სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში  მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:                

  • გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • 2 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი.
  • სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;

 

სასურველია:                                                         

  • სარესტავრაციო პროექტების ჩამონათვალი;
  • სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

 

უცხო ენები:    

ერთ-ერთი უცხო ენა.

დანართი 3

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, —– ფურცელი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით), —– ფურცელი;
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი —– ფურცელი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში), —– ფურცელი;
  • გამოქვეყნებული 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს, —– ფურცელი;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა), —– ფურცელი;
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა) ——— ფურცელი;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი ——–ფურცელი ;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა), —– ფურცელი;
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც ცალკეული მიმართულების (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, წყაროთმცოდნეობა-დიპლომატიკა, არქივმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ბიბლიოგრაფია-ლექსიკოლოგია), ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში), —– ფურცელი.