კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 128-ე სემინარი
Posted at h
in სიახლეები
კეკელიძის სახელობის რიგით 128-ე სამეცნიერო სემინარი
13 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 128-ე სამეცნიერო სემინარი. მოხსენება წარმოადგინა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსმა, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, თამარ ოთხმეზურმა სათაურით: “კნინოდენითა გემოთსხილვითა გიჩუენოთ გემოთ მდინარისა დიდისა”: ანტიოქიის რეგიონის ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის. მოხსენება მიეძღვნა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ელენე მეტრეველის ხსოვნას.