წმ. ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის XXIX საღვთისმეტყველო კონფერენციის მასალები

წმ. ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის XXIX საღვთისმეტყველო კონფერენციის მასალები

ქ. მოსკოვში დაისტამბა წმ. ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის XXIX საღვთისმეტყველო კონფერენციის მასალები. ეს უნივერსიტეტი ერთადერთია ქ. მოსკოვში, რომლის კონფერენციებზე, ცალკე მუშაობს ქართველოლოგიური სექცია და ქართველ მეცნიერთა მოხსენებები, უკვე 14 წელია ქვეყნდება ყოველწლიურ კრებულებში. ამჯერადაც ახალ ტომში გამოქვეყნდა რამდენიმე საინტერესო სტატია, მათ შორის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებისა: მაია რაფავას „ტაო-კლარჯეთიდან ათონამდე. ათონიდან გელათამდე (ქართულ-სომხურ ლიტერატურულ ურთიერთობათა კონტექსტში)“ და ვლადიმერ კეკელიას „იერუსალიმის მართლმადიდებელი ბერმონაზვნობის ისტორიიდან: ქართველი ბერები უფლის საფლავის ტაძარში) XIV საუკუნის პირველ მესამედში.“ გარდა ამისა, ამ ტომში დაიბეჭდა მოსკოვში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მკვლევრის დავით თავართქილაძის სტატია „ქართველი გვირგვინოსნები და მართლმადიდებლობა შუა საუკუნეებში“, დიმიტრი ლობანოვის სტატია დონის მონასტრის ქართველ წინამძღვარ ლავრენტი გაბაშვილზე, ირინე ბაგრატიონ-მუხრანელის წერილი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების ი. ზეთეიშვილისეულ თარგმანზე და სხვ.
აღნიშნული სტატიების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკაში.

https://www.facebook.com/Manuscript.ge/posts/2777017489021298?__xts__[0]=68.ARDgytrmCuB94-WlcNdvtRHg9zMQbgkxSfG-uxh_dw89_G6jJDviWdOLv4FSrJnR_W0V17uGPvdcUXeXIM1G3Tv-VFV86jSVOvS3l_22U2p9e_y9biAPpRNLEc3X5r1PVDDtKctTfavz79ddVSETM_HDM7huk6VThflFk9CMSAxDETg9K212yB3v7Hg751pdBvgdukbU8cZXvdp6lsQcRNAZiRM2888Mi7LtUVCXn6I9N0j3ppDl-73VjABb6tz1qIZt_untp4Dz7vA5C4y6UTi0dNnjLoRBzPVqgCVZxYnP6uuPwzfZnqlORMLMmxap-KlJ2Ad0_U59DOgZgxB6hozx9w&__tn__=-R