ლექცია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთათვის

ლექცია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთათვის

3 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შედგა სასწავლო პრაქტიკის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის პროგრამის სტუდენტებისთვის. ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებდა მუდმივმოქმედი გამოფენის „ქართული ხელნაწერი“ დათვალიერებას და საცავის მთავარი მცველის, თამარ აბულაძის ლექციას ცენტრში დაცული ისტორიული დოკუმენტების კოლექციაზე. სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სპარსული ფირმანების გაფორმებამ, ასევე, მაირანიზებელმა გავლენებმა ქართულ – სპარსულ დოკუმენტებში. სასწავლო პრაქტიკა ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

 

http://ლექცია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთათვის